Tuesday, 19 June 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო "პუშკინი და საქართველო".

ამ პროექტმა მე გამაცნო როგორ განვახორციელო სასწავლო პროცესში პროექტი წარმატებით.შევადგინე პროექტის გეგმის შაბლონი,სადაც დავგეგმე ისეთი აქტივობები რაც გამოუმუშავებს მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო უნარებს:ინფორმაციის მოძიების,შემოქმედებითი,მთავარი ინფორმაციის გამოყოფის,პრეზენტირების და თვითშეფასების.დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ნინო მღებრიშვილს  ასეთი ნაყოფიერი მუსაობისათვის.

Sunday, 17 June 2018

მერვე დღე

 დღეს გავეცანი მე-7 მოდულს ფასილიტაცია-ტექნოლოგიებით.განვიხილეთ კიდევ ერთხელ საკვანძო  კითხვები რაც დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში.შემდეგ შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში და ცვლილებები შევიტანე გეგმის შაბლონში,კერძოდ გავწერე პროცედურები.დიდი მადლობა ტრენერს ნაყოფიერი მუშაობისათვის.ამიმაღლდა ცოდნის დონე ფასილიტაციის მხრივ და ტექნოლოგიების მ,რავალფეროვანი გამოყენების მხრივ.

Saturday, 16 June 2018

მეშვიდე დღე

დღეს ვისწავლე მე-6 მოდული დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.ეს მოდული დამეხმარა,რომ დამოუკიდებელი და დიფერენცირებული სწავლების მიდგომები განვახორციელო და მოსწავლეთა  სამი ტიპის დიფერენცირება და მიდგომები გავაკეთო სპეციალურ საჭიროების მქონე მოსწავლეებთან,ნიჭიერ მოსწავლეებთან და არაქართულენოვან მოსწავლეებთან. დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

Sunday, 10 June 2018

მეექვსე დღე



დღეს შევისწავლე მე-5 მოდული პროექტების შეფასება,გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია,შეფასებების მახასიათებლები და მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომში შევავსეთბუკლეტის შეფასების რუბრიკა.გავუკეთე კომენტარი მეწყვილეს.მოგვეცა საშინაო დავალება,რომ სახლში უნდა დავასრულო რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.შეფასების მეთოდების მიზნები გავაანალიზე და გავწერე გეგმის შაბლონში.დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.შეფასების რუბრიკასთან დაკავშირებით ამიმაღლდა ცოდნის დონე.

Saturday, 9 June 2018

მეხუთე დღე




  დღეს შევისწავლეთ მე-3 და მე-4 მოდულები.-კავშირები და მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშის შექმნა.ვისწავლე როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები და როგორ გამოვიყენო ინტერნეტი  კვლევისათვის.ვისწავლეთ  BOOKMARK-ის გამოყენება.პრეზენტაცია ავტვირთე  ბლოგზე და მეწყვილეს გავუკეთე კომენტარი.ეს მოდული დამეხმარება სასწავლო პროცესში გამოვიყენო მოსწავლეებთან უკუკავშირის მიცემისას.გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მოსწავლის ცოდნის დონის გათვალისწინებით.შევიძინე ცოდნა როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის პროცესში.დიდი მადლობა ტრენერს შეძენილი ცოდნისათვის.

Sunday, 3 June 2018

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაში და პროექტზე მუშაობის დროს  გამოყენებაში.გავიცანით  განმავითარებელი შეფასების ხუთი სტრატეგია და ამ სტრატეგიების მეშვეობით შევიმუშავეთ შეფასებების სხვადასხვა  მეთოდები და  ინსტრუმენტები.გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და შევინახეთ ჩვენს ფოსტაში.დღემ წარმატებით ჩაიარა და  მეტი ცოდნა შევიძინე პროექტის შედგენა-შეფასების მხრივ.

Saturday, 2 June 2018

მესამე დღე

ეს  მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით:მიზნები ჩამოვაყალიბე მკაფიოდ, რომელიც დამეხმარება პროექტის პროცედურების დაგეგმვაში,აქტივობების დაგეგმვაში,გავიგე ზმნების კვალიფიკაცია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.გავეცანი კურსის რესურსებს. მიღებული ცოდნა დამეხმარება მომავალში საუკეთესო პროექტების შედგენაში და მკაფიო მიზნების ჩამოყალიბებაში.დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს ასეთი ნაყოფიერი მუშაობისათვის.

Sunday, 27 May 2018

მეორე დღე


მეორე დღე-ამ მოდულზე მუშაობით გავიგე პროექტის დაგეგმვის ხერხები.პუბლიკაციით მივაწვდი ყველა დაინტ6ერესებულ ადამიანს მნიშვნელოვან ინფორმაციას.დავგეგმავ ისეთ აქტივობებს რაც მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო უნარებს გამოუმუშავებს. დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.